ბაქოში 9 სართულიანი კორპუსი მთლიანად დაიწვა (ვიდეო, ფოტო)
ბაქოში ზიხის გზატკეცილზე 9-სართულიანი შენობა მთლიანად დაიწვა, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. მათივე ცნობით, 9-სართულიანი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე კაფე „ნარგილი“ მდებარეობს, წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი სწორედ კაფეში გაჩნდა და ცეცხლი მთლიან კორპუსს მოედო. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია, შემთხვეის დროს 9 სართულიანი კორპუსის ყველა მობინადრე ევაკურიებულ იქნა.