იაპონიაში 150-ზე მეტი დელფინი ნაპირზე აღმოჩნდა (ვიდეო)

იაპონიის ქალაქ ხოკოტასთან 150-ზე მეტი დელფინი ადგილობრივებმა ნაპირზე აღმოაჩინეს. „ევრონიუსის“ ცნობით, ადგილობრივი ხელისუფლება და მაშველები დელფინების გადასარჩენად ყველა ღონეს ხმარობენ – მათ წყალს ასხამენ, უკან, ზღვაში მიჰყავთ, თუმცა ბევრი ცხოველი ტალღებმა ისევ უკან, ნაპირზე გამორიყა.
„რამდენიმე დელფინი დაჭრილი და ძალზე დასუსტებულია, ზოგიერთი კი უკვე დაიღუპა“, – აცხადებენ სამაშველო სამსახურების წარმომადგენლები. დელფინები ნაპირზე 10 კილომეტრის ფარგლებში არიან გამოსულები, რაც მათი გადარჩენის ოპერაციას ართულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები