პუტინი 16 აპრილს მოსახლეობასთან „პირდაპირ ხაზს“ გამართავს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოსახლეობასთან ყოველწლიური ტრადიციული ურთიერთობის ფარგლებში 16 აპრილს „პირდაპირ ხაზს“ გამართავს. ამის შესახებ მისმა პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„9 აპრილიდან კითხვები დაგროვდება. ვიდეოკითხვის დასმა შესაძლებელია ვებგვერდის, ასევე მობილურისა და მობილური პროგრამის „მოსკოვი-პუტინს“ მეშვეობით, რომელიც Android, Apple и Windows-ის ოპერატიული სისტემებისთვის არის შექმნილი“.
პესკოვის თქმით, კითხვების დასმა შესაძლებელია ასევე SMS-ების მეშვეობით, ტელეფონით და სოციალური ქსელების: ფეისბუქის, ოდნოკლასნიკისა და „ვკონტაკტე“-ს მეშვეობით. „კითხვების დასმის სისტემა მნიშვნელოვნად გამარტივებულია გასულ წელთან შედარებით“,- ამბობს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები