როგორ ამოვიცნოთ ცუდი საყვარელი მამაკაცები

  ყველა ქალი ოცნებობს, რომ მისი რჩეული იდეალური მამაკაცი აღმოჩნდეს. კარგი იქნება, თუკი ურთიერთობის დაწყებამდე ამოვიცნობთ, როგორ მამაკაცთან გვაქვს საქმე…
თუკი ყურადღებით დააკვირდებით, მაშინ რამდენიმე ნიშნის მიხედვით შეძლებთ, რომ საყვარელი მამაკაცი გმირის მიახლოებითი პორტრეტი შექმნათ; მაშ ასე, რა მეტყველებს იმაზე, რომ მამაკაცი საწოლში, ასე ვთქვათ, არც ისე კარგია? – ის, რომ მან არ იცის კოცნა, ეს უკვე დამაფიქრებელია. თუკი მამაკაცი ამბორის დროს თქვენს ტუჩებს საკმაოდ მშრალად ეხება, გამოდის, რომ შემდეგ ეტაპზე ის თქვენ სუსტად აღგაზნებთ. თუკი პირიქით – კოცნა ზედმეტად სველია, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ მგრძნობიარობა მისთვის ჩვეულებრივი ამბავია. თუკი კოცნის დროს ენას არ იყენებს, ესე იგი, სექსი მასთან უინტერესო იქნება.
მეორე ნიშანი იმისა, რომ ცუდი საყვარელი ამოვიცნოთ,- ეს ტრაბახია, ანუ თუკი ის სასიყვარულო თავგადასავლებზე ტრაბახს იწყებს, დარწმუნებული იყავით, რომ სექსზე საუბარს ისინი იწყებენ, ვისაც გარკვეული კომპლექსები აწუხებს.
მესამე თვისება,- ცეკვის არ ცოდნაა, გამოცდილ საყვარელს ცეკვის დროს კარგად ,,მიყავხართ“, – ის არც ფეხს გაბიჯებთ ფეხზე და არც წელზე გხვევთ ძლიერად ხელებს. მამაკაცი, რომელიც ცეკვის დროს ტაქტს ვერ გრძნობს, ის ასევე ვერ იგრძნობს თქვენს სხეულს და იმასაც, თუ როგორ მოგაყენოთ სიამოვნება.
რომ გავიგოთ, როგორი საყვარელი იქნება მამაკაცი, მის მზერასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. თუკი მას რცხვენია თქვენს თვალებში ყურება, მაშინ ღირს დაფიქრება. ეს იმის ნიშანი იქნება, რომ ის სექსის დროსაც დაიმორცხვებს. თუკი მამაკაცს არასასიამოვნო სუნი აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ სექსის დროს, როცა ტანისამოსს გაიხდის, – ეს სუნი უფრო გამძაფრდება. ამის გარდა, არც პარფიუმის მძაფრი სურნელია სასიამოვნო, რადგან იგი ამას ან ყურადღების მიქცევის მიზნით, ან ტანის სპეციფიკური სუნის გადასაფარავად სჩადის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები