4 აპრილი

11:00
თბილისში, სასტუმრო “ამბასადორის” საპრეზენტაციო დარბაზში რობინსონის საერთაშორისო ასოციაცია ინგლისური ენის ამიერკავკასიის ჩემპიონატში გამარჯვებული ეროვნული ნაკრების საზეიმო დაჯილდოებას მართავს.
11:00
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი 2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტის ინიციატივით, ორ განახლებულ სპორტულ ობიექტზე: ძიუდოს აკადემიაში (ბელიაშვილის ქ.5) და ვერის საკალათბურთო დარბაზში (ვერის ბაღში) სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებასთან დაკავშირებით პირველი დასუფთავების აქცია ეწყობა.
11:00
“პირველ პრესკლუბში” „ტრანსპორტის და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით მესხიშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია მოუწოდებს მგზავრებს, არ იმგზავრონ გაზზე გადაყვანილი მიკროავტობუსებით, რადგან ფეთქებადსაშიშია და თითოეული მოქალაქის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
11:00
ვაკის პარკში, თურქმენეთის პრეზიდენტის მიერ ინიცირებული „ჯანმრთელობისა და ბედნიერების კვირეულის” ფარგლებში, თურქმენეთის საელჩო საქართველოში ველოგარბენს გამართავს, რომელშიც მონაწილეობას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორის ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიღებენ.
11:00
“რეპორტიორის” პრესკლუბში “საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციაცია“ პრესკონფერენციას გამართავს. თემა: საქართველოს მოქალაქეთა საარჩევნო უფლება და რეკომენდაცია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას. მისამართი: იოსებიძის №57, 1სართ. საკონტაქტო ნომერი: 577 17 75 17 ელენე გამეზარდაშვილი
E1
11:00
საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში “მოაზროვნეთა კლუბის“ წევრი, ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა კილაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემები: შეთანხმება ინტერელიგიური საბჭოს წევრთა უფასოდ მკურნალობაზე; მოაზროვნეები პოლიტიკაში. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65.
11:30
“პირველ პრესკლუბში” ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი არჩილ კაიკაიციშვილი და ადვოკატი ნანა წულაძე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის მიერ 2015 წლის 17 მარტს მიღებულ საზოგადოებისთვის უცნობ გადაწყვეტილებას გააცნობენ და მედიას სკანდალურ დოკუმენტებს წარუდგენენ. მისამართი: წერეთლის გამზ. №116, ბიზნეს ცენტრი „დიდუბე პლაზა“, მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ცაბო გუგუნაშვილი 599 01 03 44
11:30
საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ექსპერტი მამუკა არეშიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: საფრანგეთში ირაკლი ალასანიას მიერ გაფორმებული ხელშეკრულება; საპარკალენტო კომისიის შექმნა და მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65
12:00
გორის იუსტიციის სახლის თანამშრომელბი, გამწვანების აქციაში მიიღებენ მონაწილეობას. გორის იუსტიციის სახლის მიმდებარედ ასამდე ნერგი ჩაირგვება, რომელიც გორის მერიამ იუსტიციის სახლს უსასყიდლოდ გადასცა.
13:00
პროფესორ დავით აბულაძის ქართულ-იტალიური კლინიკა გაიხსნება. მისამართი: ფალიაშვილის №39

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები