ატლანტის ოკეანეში 2 თვის წინ დაკარგული მეზღვაური ცოცხალი იპოვეს (ფოტოკოლაჟი)

გერმანულმა კონტეინერმზიდმა ატლანტის ოკეანეში ამერიკელი მეზღვაური აღმოაჩინა, რომელიც ორი თვეზე მეტხანს მწყობრიდან გამოსული ნავით ზღვაში, დრეიფში იმყოფებოდა.
37 წლის ლუის ჯორდანი სათევზაოდ საკუთარი იახტით 29 იანვარს გაემგზავრა და მას შემდეგ მის შესახებ არაფერი იყო ცნობილი. ნათესავებმა ის უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოაცხადეს და უკვე დაღუპულად თვლიდნენ, როდესაც 66 დღის შემდეგ ის გერმანული გემის Houston Express-ის ეკიპაჟმა ჩრდილოეთ კაროლინას ნაპირთან აღმოაჩინა. ჯორდანის თქმით, ის გადასარჩენად უმი თევზით იკვებებოდა და წვიმის წყალს სვამდა. მეზღვაური უკვე დაუკავშირდა ოჯახს და შეატყობინა, რომ ცოცხალია.

11104232_10203687009287378_1707670994_n

11115986_10203687009367380_2025457719_n

11120042_10203687009327379_1162806549_n

11134217_10203687009247377_1053118004_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები