საკრებულოში სამედიცინო პროდუქტის ქართულ ენაზე რეალიზებაზე იმსჯელეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სამედიცინო პროდუქტის ქართულ ენაზე დართული ანოტაციით რეალიზაციის სამართლებრივი რეგულაციის შესახებ იმსჯელეს. აღნიშნული შეხვედრა საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თედო კობახიძის ინიციატივით გაიმართა. მას არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ერთიანობა საზოგადოების განვითარებისთვის“ ხელმძღვანელი თინათინ ტურძელაძე, პროექტის ფარგლებში სოროსის ფონდის დაინტერესებული პირი თიკო ცომაია, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ჯანმრთელი სამყარო“ წარმომადგენელი ზურაბ ფუტკარაძე და ,,ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაციის’’ ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი ესწრებოდნენ. მედიკამენტების ქართულ ენაზე ანოტაციით რეალიზებასთან დაკავშირებით, მხარეებმა საკუთარი ხედვები და წინადადებები წარმოადგინეს. ,,როდესაც ,,ქართული ოცნების’’ გუნდი მოდიოდა სათავეში, მოსახლეობას მივეცით პირობა, რომ ჩვენ ვიქნებოდით სწორედ ადამიანზე ორიენტირებული ხელისუფლება. ამიტომ ჩვენ ამ გამოწვევებს ჩვენს თავზე ვიღებთ და შესაბამისად შევასრულებთ “,- განაცხადა თედო კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები