ჩუღურეთში, ჭოროხის ქუჩაზე გზის მოსაწესრიგებელი სამუშაოები მიმდინარეობს

თბილისში, ჩუღურეთში, ჭოროხის ქუჩაზე „სატრანსპორტო სამშენებლო კომპანია“ გზის მოსაწესრიგებელ სამუშაოებს აწარმოებს. აღნიშნული პროექტის ღირებულება 86 000 ლარია. 3 200 კვადრატული მეტრის ფართობზე უკვე დაგებულია ასფალტის საფარი. რამდენიმე დღეში კი ტროტუარების კეთილმოწყობის პროცესიც დასრულდება. მიმდინარე სამუშაოები ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ დაათვალიერა.
„ჭოროხის გზის საფარი და ტროტუარები კაპიტალურად ათეული წლებია, არ შეკეთებულა. გზების მოწესრიგება ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულებაა,“ – განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ. აღსანიშნავია, რომ ჩუღურეთის რაიონში, 2015 წლის საბიუჯეტო ასიგნებებით, გზებისა და შიდა ეზოების მოასფალტებისთვის 2 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები