თამარ ბერუჩაშვილი: საქართველომ ბრიუსელში ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით სრული მხარდაჭერა მიიღო

 ევროკავშირი – საქართველოს სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში გამართული შეხვედრა ბრიუსელში დახურულ კარს მიღმა 5 საათზე მეტხანს გაგრძელდა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, საუბარი აღნიშნულ შეხვედრაზე უსაფრთხოების სკაითხებს, ასოცირების ხელშეკრულებას შეეხო.
“ქართულმა მხარემ განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სარგებლის გაზიარების შესაძლებლობას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის. ეს არის ახალი თემა, რომელიც მოითხოვს დამატებით რესურსებს, დამატებით განხილვებს, მაგრამ ამ მიმართულებით, ჩვენ მივიღეთ სრული მხარდაჭერა. ასევე ხაზი გავუსვით, რომ პროგრესი ვიზა -ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ასევე გაზრდის მიმზიდველობას ჩვენი ქვეყნის მიმართ”,- განაცხადა ბერუჩაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები