IRI-ს მიერ გამოკითხულთა 70%-ს ბურჯანაძე არ მოსწონს 46%-ს კი ნარმანია – კვლევის შედეგები გამოქვეყნდა

IRI-ს კვლევის თანახმად, პოლიტიკოსებს შორის მოწონების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს აქვს.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ცნობით, IRI-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ კვლევის ოფიციალურ მონაცემებს დაემატა პერსონალური რეიტინგები, რომელიც სხვა კითხვარებთან ერთად თავდაპირველად არ განსაჯაროებულა. კვლევის შედეგების თანახმად, მოწონების რეიტინგში დავით სერგეენკო ლიდერობს, რომელიც გამოკითხულთა 62%-ს მოსწონს, 24%-ს არ მოსწონს, 5%-ს მის შესახებ არ სმენია, ხოლო 9%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.
ჯანდაცვის მინისტრს რეიტინგში საქართველოს პრეზიდენტი მოსდევს, რომელსაც ასევე 62%-ს მოსწონს, არ მოსწონს 30%-ს, 1%-ს მის შესახებ არ სმენია, ხოლო 7%-ს პასუხი არ აქვს. გამოკითხულთა 57%-ს მოსწონს “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია, არ მოსწონს – 34%-ს. ასევე, 57%-იანი მოწონების მაჩვენებელი აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოკითხულთა 56%-ს მოსწონს, ხოლო 39%-ს – არა. თეა წულუკიანი მოსწონს გამოკითხულთა 51%-ს, არ მოსწონს – 41%-ს; კახა კალაძე 48%-ს მოსწონს, 44%-ს – არა; გამოკითხულთა 47%-ს მოსწონს დავით ბაქრაძე, ხოლო 45%-ისთვის ის მოსაწონი არ არის. მათ შორის, თბილისის მერი დავით ნარმანია მოსწონს – 40%-ს, არ მოსწონს გამოკითხულთა 46%-ს. ყველაზე მაღალი არმოწონების მაჩვენებელი (70%) “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერს ნინო ბურჯანაძეს აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები