2 აპრილი

10:00
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ. მისამართი: სანაპიროს #2 , თბილისის იუსტიციის სახლი (მესამე სართული)
10:30
საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კობა ნარჩემაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობა, გამოძიების მიმდინარეობა და სხვა მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65.
11:00
საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში არასამთავრობო ორგანიზაციის – „პოზიცია“ ხელმძღვანელი გურამ ადამაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: რას ხმარდება ინოვაციების და განვითარების ფონდის მოთხოვნილი ფულადი შემოწირულობები. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65
11:30
„რედისონის“ პირველ სართულზე, შეხვედრების ოთახი #4, “ვითიბი ბანკის” პრესკონფერენცია გაიმართება, რომელზეც ბანკის საცალო ბიზნესის დირექტორი ვალერიან გაბუნია “ვითიბი ბანკის” ბარათების წამახალისებელ გათამაშებაზე ისაუბრებს.
11:30
“პირველ პრესკლუბში” „ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე და ყოფილი პოლიტპატიმარი ზაზა მაკარაძე პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: გაზიფიცირების შეჩერება დაბა ურეკში, საეჭვო ტენდერი და საგანგებო მიმართვა ხელისუფლებას. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
E1
11:30
მსოფლიო აუტისზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე 72-ე საჯარო სკოლის ინტეგრირებული კლასის აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე მოსწავლეებს მოინახულებს და საჩუქრებს გადასცემს. მისამართი: თბილისი, გორგასლის N2
11:30
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების – ტვინინგის პროექტის „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინსტიტუციონალური განვითარების მხარდაჭერა“ – დახურვის ღონისძიება გაიმართება.
11:30
2015 წლის მაისში EBRD-ის თბილისში გასამართი ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ორგანიზების უზრუნველმყოფი სამთავრობო კომისიის წევრები, მედიის წარმომადგენლებთან ერთად ღონისძიების ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს მოინახულებენ, რომლებიც საქართველოს პარლამენტისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ტერიტორიაზე მიმდინარეობს.
11:30
საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი, დეპუტატი ვიქტორ დოლიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემები: საფრანგეთში ირაკლი ალასანიას მიერ გაფორმებული ხელშეკრულება; ნატოს საწვრთნელი ბაზის მშენებლობა; „კაბელების საქმე“ და სხვა მიმდინარე საკითხები. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65
12:00
დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“, თბილისში სკვერის გასაშენებლად განკუთვნილ ადგილას გამწვანების აქციას გამართავს. მისამართი: ნუცუბიძის პლატო, მხატვრების დასახლების მიმდებარედ.

12:00
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტი, ავიაკომპანია „აირზენასთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს. მისამართი: წერეთლის გამზ. № 95 ა, მძლეოსნობის ფედერაცია.
12:00
“პირველ პრესკლუბში” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის რეესტრის სამმართველოს უფროსი ნინო წერეთელი, 2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სტუდენტთა მობილობის შედეგებზე ისაუბრებს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 0377 22
12:00
მთავარ პროკურატურაში, “ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია” განცხადებას შეიტანს, მოთხოვნით: ბაჩო ახალაიას, რომეო საჯაიას, სოსო თოფურიძის შესაძლო დანაშაულის ფაქტთან დაკავშირებგით დაიწყოს გამოძიება.
15:00
ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრებთან შეხვედრა გაიმართება.
18:00
მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის საერთაშორისო ცენტრში „მუზა“, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ვეტერანების ნამუშევრების გამოფენა გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები