გამოკითხულთა უმრავლესობა მთავარ მიღწევად ჯანდაცვის პრობლემების მოგვარებას მიიჩნევს
საერთშორისო რესპუბლიკური ინსიტუტის, IRI-ს მიერ გამოკითხულთა უმრავლესობა საქართველოს მთავრობის მთავარ მიღწევად ჯანდაცვასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას, მთავარ ჩავარდნად კი შეუსრულებელ დაპირებებს მიიჩნევს. კითხვაზე, რა არის საქართველოს მთავრობის მთავარი მიღწევა, პასუხები ასე გადანაწილდა: ჯანდაცვის პრობლემების გადაწყვეტა – 26%, საყოველთაო დაზღვევის დანერგვა – 9%, აგრარული პრობლემების მოგვარება – 3%, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა -2%, უფასო სახელმძღვანელოები – 1%, უფასო საბავშვო ბაღები -1%, სოციალური პრობლემების მოგვარება – 1%, “ნაციონალური მოძრაობის” ჩამოშორება მთავრობიდან – 1%, სიტყვის თავისუფლება – 1%, სამართლიანობის აღდგენა – 1%, განათლების სფეროში არსებული პრობლემები გადაწყვეტა -1%, პენსიების ზრდა -1%.
ამასთან, გამოკითხულთა 18% მთავრობის მთავარ მონაპოვრად არაფერს მიიჩნევს, 28%-ს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს. მთავრობის ყველაზე წარმატებულ რეფორმად ასევე ჯანდაცვას ასახელებს გამოკითხულთა 29%, საყოველთაო დაზღვევას – 8%, სასოფლო-სამეურნეოს – 6%, განათლების სფეროს რეფორმას – 5%, პენიტენციური სისტემი რეფორმას – 1%, სასამართლო რეფორმას – 1%, არცერთს – 13%, ხოლო 32%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს. რაც შეეხება მთავრობის მთავარ წარუმატებლობას, გამოკითხულთა 26% ასეთად შეუსრულებელ დაპირებებს ასახელებს. შემდეგ რეიტინგში მოდის ინფლაცია – 7%, ეკონომიკური კრიზისი – 7%, უმუშევრობა – 6%, კრიმინალური სიტუაციის გაუარესება – 4%, არაკომპეტენტურობა – 4%, კოჰაბიტაცია – 2%, ტეროტორიული მთლიანობის აღუდგენლობა – 2%, “ნაციონალური მოძრაობის” დაუსჯელობა – 2%, გამოუძიებელი საქმეები – 2%.
გამოკითხულთა 5% ამბობს, რომ მთავრობის მთავარი ჩავარდნა არაფერი არ არის, ხოლო 23%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს. რაც შეეხება მოლოდინებს, რომელიც მოსახლეობას საქართველოს მთავრობისადმი აქვს, ესენია: სამუშაო ადგილების შექმნა – 19%, ეკონომიკის გაძლიერება – 15%, სამართლიანობის აღდგენა – 7%, პენსიების ზრდა – 4%, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა – 3%, სოციალური პრობლემების გადაწყვეტა – 2%.