1 აპრილი

10:30
აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, საჯარო სკოლის დირექტორებს შეხვდება და ინკლუზიური განათლების მიმართულებით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს გააცნობს. მისამართი: უზნაძის 52
10:30
სპორტის სამინისტროში, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი მანუჩარ კვირკველია, ახალგაზრდული ნაკრების მიერ ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებულ წარმატებაზე და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.
10:30
საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში მოკლულ ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის ოჯახის ადვოკატი მალხაზ სალაყაია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობის გამოძიების მიმდინარეობა, ფოტორობოტი და სავარაუდო ეჭვმიტანილები. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65
11:00
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, ცენტრის კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის დეპარტამენტის კორნელი კეკელიძის საკონფერენციო დარბაზში, კონფერენცია “ტექსტოლოგიური ძიებანი” გაიმართება.
11:00
საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ექსპერტი დემურ გიორხელიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში, აქცენტები და შეფასებები. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65
E1
11:30
“პირველ პრესკლუბში” ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი და 2009 წლის 15 ივნისს, თბილისის მთავარ სამმართველოსთან დარბეული აქციის მონაწილეები სპეციალურ ბრიფინგს გამართავენ და საჯარო სამსახურში დასაქმებულ აქციის დამშლელებს დაასახელებენ. მისამართი: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი „დიდუბე პლაზა“, მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ცაბო გუგუნაშვილი 599 01 03 44
11:30
საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ადვოკატები: გიორგი ქიშმარია და ნოდარ მესხი და „კოლხი 21“-ის დამფუძნებელი და დირექტორი ნოდარ კორსანტია პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: ვინ და რა მაქინაციებით წაართვა ფოთის 2 ბაზრობა მის მფლობელს, აფხაზეთიდან დევნილს, რომელმაც მოსკოვში წარმატებული ბიზნესი მიატოვა და საქართველოში დაბრუნდა; ხელისუფლების წარმომადგენელთა რა ინტერესები იკვეთება საქმეში? მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65
12:00
“პირველ პრესკლუბში” ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა, ბესო ხარძიანის მკვლელობა, მიმდინარე პოლიტიუკური პროცესების შეფასება. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
13:00
PSP-ში ფრანგული კოსმეტიკის დღეები გაიხსნება. მისამართი: გამსახურდიას გამზ. 14 საკონტაქტო პირი: ნათია ხაბეიშვილი 591 223 233

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები