ირაკლი კაკაბაძე: ახლანდელ მთავრობაში ბევრი ღირსეული ადამიანი მუშაობს

პრემიერ – მინისტრი “ნაცების“ პოლიციური მაფიის მძევალი აღმოჩნდა – ამ სათაურით უფლებადამცველი ირაკლი კაკაბაძე ფეისბუქის პირად გვერდზე ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს. კაკაბაძე ფიქრობს, რომ ხარძიანის მკვლელობის შემდეგ საბოლოოდ ჩამოუყალიბდა მოსაზრება, რომ ირაკლი ღარიბაშვილი “ზედელაშვილის და ჯანყარაშვილის მაფიის მძევალია“. უფლებადამცველის მტკიცებით, სწორედ ზედელაშვილისა და ჯანყარაშვილის ძალისხმევით უამრავი სასარგებლო საქმე ჩაიშალა.
„ბესო ხარძიანის ასეთი ბარბაროსული მკვლელობის შემდეგ უკვე საბოლოოდ ჩამომიყალიბდა მოსაზრება და თანაც მყარად: საუბედუროდ, ირაკლი ღარიბაშვილი არის მძევალი ზედელაშვილის და ჯანყარაშვილის მაფიის, რომლებიც არათუ მხოლოდ კორუმპირებული ბიუროკრატები არიან, არამედ არიან სააკაშვილის ნაცისტური პოლიციური რეჟიმის გამგრძელებლები და პასუხისმგებლები იმაზე, რომ ქვეყანაში სამართლიანობის წვეთი არ არის. მე, პირადად, შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ ზედელაშვილის და ჯანყარაშვილის მეცადინეობით ჩაიშალა უამრავი სასარგებლო საქმე – მათი მეცადინეობით დაიბლოკა უამრავი ინიციატივა, რომელიც სიკეთეს მოუტანდა საქართველოს ბოლო 2,5 წელიწადში. ეს ადამიანები ყველანაირად იცავდნენ სააკაშვილის პოლიციურ-ტერორისტული რეჟიმის ნარჩენებს და იმპლანტებს ძალოვან სტრუქტურებში. ამის მიზეზია ის, რომ თითქმის არც ერთი საქმე არც წასულა ისე, რომ სამართალს პური ეჭამოს! უამრავი რეჟიმის მიერ დაზარალებული ისე დაზარალებულად და გამწარებულად დარჩა. ზედელას და ჯანყარას წყალობით მოხდა ის, რომ საქართველო იზოლაციაში მოექცა – რომ საწყალმა და დაჩაგრულმა ხალხმა სიმართლე დაკარგა და ამის მერე სიმართლისთვის მებრძოლებს ხოცავენ. ვაზაგაშვილის, ხარძიანის და ბევრი სხვა მსხვერპლის სიკვდილის პირდაპირი თუ არაპირდაპირი მიზეზი არის ძალოვანი სტრუქტურების საბოტაჟი, არაეფექტურობა, და რიგ შემთვევებში, შეგნებული ბოროტმოქმედებები. ამ ძალოვან სტრუქტურებში ბევრი კარგი პროფესიონალიც მუშაობს და ბევრი პატიოსანი მოქალაქეც, რომელსაც უნდა სიტუაციის ნამდვილად გამოსწორება. ახლად დანიშნული მინისტრი ვახტანგ გომელაური და უშიშროების სამსახურის უფროსი მირიან მჭედლიშვილი სამოქალაქო პირები არიან და ეს ნამდვილად მისასალმებელია. მათ მძიმე ამოცანა აქვთ წინ – რადგან სააკაშვილის მიერ დატოვებულ პოლიციურ „რვაფეხაში“ ზედელას და ჯანყარას წყალობით ძალიან ბევრი საბოტაჟის წერტილია და არა მხოლოდ საბოტაჟის. ზედელა და ჯანყარა იყვნენ ისინი, ვინც აფარებდა ხელს ზურა ვაზაგაშვილის მკვლელების დიდ არმიას. ზედელას და ჯანყარას (და მათი თანამოაზრეების) წყალობითაა, რომ არ მიდიოდა ჯეროვნად ზურაბ ჟვანიას მკვლელობის გამოძიება. ზედელას და ჯანყარას წყალობითაა, რომ დანაშაულებრივი მაფიოზური ჯგუფის „ბელ ტრეიდინგის“ საქმიანობას ხელი დააფარეს და ეს უკანონო ჯგუფი ისევ აგრძელებს ფუნქციონირებას. ზედელას და ჯანყარას (მანამდე ნაცვლიშვილისაც ალბათ) წყალობითაა, რომ ნაცისტური კომერციული ფირმები კვლავაც აგრძელებენ დიდი ფულის კეთებას და ამით ნაცისტური „მიტინგების“ და დროსტარების, და იარაღის შეძენის დაფინანსებას. ზედელას და ჯანყარას წყალობით ბიძინა ივანიშვილი ბლოკადაში ჰყავდათ და ჰყავთ მომწყვდეული – მაშინ, როდესაც აქ სპეციალურად იყო ჩამოსული ამერიკის ყოფილი ელჩი გაეროში, ის ბიძინას არ შეახვედრეს და ბიძინა მოატყუეს.
ეს ადამიანები და მათი მოკავშირეები მთლიანად იზიარებენ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ხალხი დღეს საქართველოში საშინელ დღეშია და ეს უკვე მარტო ნაცების ბალი კი არ არის – არამედ ამ ხელისუფლების ნაცისტური ლობის, რომელსაც სწორედაც რომ ზედელა და ჯანყარა მართავენ! დანამდვილებით ცნობილია, რომ ნაცისტური ფარული ჯგუფები, რომლებიც მუშაობენ ყველაფერი ქართულის და ჰუმანურის დისკრედიტაციისთვის, ისევ და ისევ დიდ დაფინანსებას იღებენ და ეს ხდება უშუალოდ ზედელა-ჯანყარას დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად.
ახლანდელ მთავრობაში ბევრი ღირსეული ადამიანი მუშაობს. ბევრი მათგანი ჩემი მეგობარია. ეს მთავრობაში მთლიანობაში სულაც არ არის ცუდი. ლარის შესახებ ატეხილი პანიკაც არ არის მართებული – რადგან დოლარმა ბევრ სხვა ქვეყანაში ძალიან ძლიერი ფულადი ერთეულები ლარზე უფრო მეტად დასწია – მაგალითად, იგივე კანადაში, ევროკავშირში და ასე შემდეგ. მთავარი პრობლემა ლარი კი არ არის – მთავარი პრობლემა არის ნაცისტური დანაშაულებრივი საბოტაჟი და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მუშაობა, რომელსაც ახორციელებს ჯერ კიდევ ძლიერი ნაცისტური დაჯგუფება ზედელას და ჯანყარს მეთაურობით. ბესო ხარძიანი არ მოკვდებოდა ასე ტრაგიკულად და არც იური ვაზაგაშვილი და არც ეროსი კიწმარიშვილი და არც ბევრი სხვა ეს დანაშაულებრივი, მოძალადე ხალხი რომ არ ყოფილიყო საქართველოს მართის სადავეებთან ბოლო 2 წლის განმავლობაში. იმ დროსაც კი, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პრემიერ- მინისტრი იყო – ზედელა და ჯანყარა ახერხებდნენ ქვეყნის მართვას.
ირაკლი ღარიბაშვილი ახალგაზრდა კაცია და ისინი მას მაშინაც და დღესაც საკუთარ ხელში ბრმა იარაღად იყენებენ. ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი. მე პირადად ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ არაფერი ცუდის თქმა არ მინდა – მაგრამ, ვფიქრობ, რომ მისმა გარემოცვამ და ნათესავებმა ის აქციეს საკუთარი ფინანსური და პოლიტიკური ინტერესების მარიონეტად. ამიტომაცაა ალბათ, რომ არ შეიძლება ზედმეტად ახალგაზრდა ხალხის ასეთ მაღალ პოსტებზე დანიშვნა. ჯერ მიშა სააკაშვილი, რომელმაც საკუთარ ჰორმონებს გადააყოლა ქვეყნის ინტერესები და ახლა მასზე კიდევ უფრო ახალგაზრდა ღარიბაშვილი, რომელიც გამოუცდელობის გამო გახდა მაფიის მძევალი. ღარიბაშვილი გამოდიოდა და ნაცების წინააღმდეგ ლაპარაკობდა და მისი ნათესავები კი ნაცებს ფულსაც აკეთებინებდნენ, დიდ მიტინგებსაც აწყობინებდნენ და იდეოლოგიურადაც ეხმარებოდნენ. და რაც ყველაზე ცუდია, სააკაშვილის მსხვერპლებს არათუ ვერ იცავდნენ, არამედ მათ მტრებთან და შესაძლო მკვლელებთან მეგობრობდნენ და ფინანსურ გარიგებებშიც შედიოდნენ. ირაკლი კორძაია აბსოლუტურად მართალია. ირაკლი ღარიბაშვილი ბოლო 2 წლის განმავლობაში ნაცისტური მაფიის – კერძოდ, ზედელაშვილის და ჯანყარაშვილის მძევალია. ეს უნდა მორჩეს. ასე ცხოვრება აღარ შეიძლება“,-წერს ირაკლი კაკაბაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები