“შემდეგი მსხვერპლი შეიძლება ჟურნალისტი გახდეს”

სახალხო კრების ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ბათიაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ ქვეყანაში სეიროზული ტერორია დაწყებული.
როგორც ბათიაშვილი აცხადებს, საზოგადოებას სრულიად საფუძვლიანდ უჩნდება კითხვა – ვინ იქნება მორიგი მსხვერპლი ვაზაგაშვილის და ხარძიანის მკვლელობის შემდეგ.
“მოკლეს ვაზაგაშვილი, ახლა ხარძიანი… საზოგადოება შეშინებული სვამს კითხვას, ვინ იქნება შემდეგი?! ეს არ არის რაღაც რიტორიკული კითხვა. ეს რეალური კითხვაა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აღელვებს. ვინ იქნება შემდეგი? ეს იქნება მორიგი ბიზნესმენი, პოლიტიკოსი, თუ ჟურნალისტი? ჟურნალისტს – ხაზგასმით ვამბობ. ღმერთმა არ ქნას, რომ ასეთი რამ, მართლაც, მოხდეს. მოდით, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ და ვთქვათ, რომ ეს არის სავსებით რეალური, რომ ახლა ჟურნალისტი მოკლან, შემდეგ ვინმე პოლიტიკოსი… და ეს ტერორიზმის ტალღა არის აშკარად გეგმის ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოების დაშინებას, რომელიც ქვეყანაში სეიროზულ დესტაბილიზაციას შექმნის”, – აცხადებს ბათიაშვილი გამოცემასთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები