სოფელ გურჯაანში მამამ მე-6 კლასელი შვილი დაჭრა
კახეთში, სოფელ გურჯაანში მამამ შვილი პნევმატური იარაღიდან გასროლით მუცლის არეში დაჭრა.
ახლობლების ინფორმაციით, გასროლა შემთხვევით მოხდა. დაჭრილი მეექვსეკლასელი ბავშვია. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.