ფარულ მოსმენაზე ორეტაპიანი სისტემა ხვალიდან ამოქმედდება

ფარულ მოსმენა-მიყურადებაზე ე.წ. ორგასაღებიანი სისტემა დღეიდან ამოქმედდა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს დღეიდან ეძლევა ფარული საგამოძიებო მოქმედების სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადღების და ჩაწერის განხორციელებაზე ზედამხედველობის შესაძლებლობა. კანონის მიხედვით, ამოქმედდა ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ე.წ. ორეტაპიანი ელექტრონული სისტემა, როცა ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელებაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისგან ელექტრონული თანხმობის გაცემა იქნება საჭირო.
ამავე კანონით, საგამოძიებო მოქმედებებზე განხორციელებული კონტროლის შედეგების შესახებ ანგარიშს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და შინაგან საქმეთა სამინისტრო წელიწადში ორჯერ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს წარუდგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები