31 მარტი

10:30
საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში მოკლულ ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის ოჯახის ადვოკატი ლამარა კობალაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ბიზმესთან დაკავშირებული დავა სასამართლოში ხარძიანსა და გია უდესიანს შორის. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65
11:00
“პირველ პრესკლუბში” “ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის” წარმომადგენლები ნიკა მემანიშვილი და ალექსანდრე კობაიძე, სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით, ნუგზარ ბოჭორიშვილის ოჯახის წევრების შიმშილობასთან აქციასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავენ. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
11:00
საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში მოკლულ ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მეგობარი და ოჯახის ახლობელი ირაკლი ბათიაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ბესიკ ხარძიანის მკვლელობა და ბიზნესთან დაკავშირებული პრობლემები. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65
11:30
“პირველ პრესკლუბში” ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ სპეციალურ ბრიფინგს გამართავს და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან, 2011-2015 წლებში, 34 არასამთავრობო ორგანიზაციისთვის გახარჯული თანხების შესახებ მონიტორინგის შედეგებს წარმოადგენს. მისამართი: წერეთლის გამზ. №116, ბიზნეს ცენტრი „დიდუბე პლაზა“, მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ჯაბა სირაბიძე 595 08 04 24
11:30
საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში “უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: აუდიტის სამსახურის დასკვნითა და პროკურატურაში არსებული მასალებით სპორტისა და ახლაგაზრდობის მინისტრის ლევან ყიფიანის სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა იკვეთება. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65
E1
12:00
“პირველ პრესკლუბში” „ახალი მემარჯვენეების“ პოლიტიკური მდივანი მანანა ნაჭყებია, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:30
“პირველ პრესკლუბში” “ადვოკატთა ასოციაციის” ხელმძღვანელი ზაზა ხატიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია “მოძრაობა სოლიდარობის” ხელმძღვანელი ლაშა შუკაკიძე და დაზრალებული ალექსანდრე ზუბიაშვილი, მანდატურების მიერ საქალაქო სასამართლოში ადვოკატის მიმართ, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებენ. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
13:00
“თიბისი გალერეაში” შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, “თიბისი ბანკის” გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე და „ისთერნ პრომოუშენს-ის” დირექტორი გიორგი კერესელიძე გაუძღვებიან. თემა: წლევანდელი შავი ზღვის რიგით IX ჯაზ-ფესტივალის მონაწილე უცხოელი შემსრულებლების ვინაობა ცნობილი გახდება. მისამართი: მარჯანიშვილის 7, “თიბისი ბანკი”, IV სართული
13:00
სპორტკომპლექს “არენაში”, საერთაშორისო საკალათბურთო სტუდენტური ლიგის პრესკონფერენცია გაიმართება. მისამართი: უნივერსიტეტის ქ. #2
14:00
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე და აშშ-ის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU) საქართველოს დეკანი კენ უოლში, ბათუმის სახელმწიფო უნვიერსიტეტის სტუდენტებთან, პროფესორებთან და უფროსკლასელებთან საინფორმაციო შეხვედრას გამართავენ. მისამართი: ბათუმი, ნინოშვილის ქ. 35

14:30
თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან, შპს „რუსთავის ფოლადის“ დასაქმებულები, 24 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ლაშა ქოჩიაშვილის მიერ „რუსთავის ფოლადის“ წინააღმდეგ გამოტანილ უსაფუძვლო გადაწყვეტილებას გააპროტესტებენ და აქციას გამართავენ.
15:00
NEW
„ადამიანი კანონი თავისუფლებას“ თავმჯდომარე გიორგი ჭულუხაძე და პროექტის ხელმძღვანელი დასავლეთ საქართველოში გიორგი მღვდელაძე, ბათუმის საკრებულოს შენობაში XI-XII კლასის მოსწავლეებს შეხვდებიან და პროექტის „ახალგაზრდული საკრებულო 64 მუნიციპალიტეტში“ პრეზენტაციას გამართავენ. საკონტაქტო პირი: 555 557 552 – ლიკა ჯურხაძე
19:00
NEW
სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში, “პარლამენტართა საზოგადოების” და მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის, 1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ გამართული რეფერენდუმის 24-ე წლისადმი და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 76-ე წლისადმი მიძღვნილი ერთობლივი ღონისძიება გაიმართება.
01 აპრილი
11:00
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, ცენტრის კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის დეპარტამენტის კორნელი კეკელიძის საკონფერენციო დარბაზში, კონფერენცია “ტექსტოლოგიური ძიებანი” გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები