ადვოკატი ზურაბ ჯორბენაძე „ნაცრეჟიმის გამპრავებელი“ 60-მდე მოსამართლის სიას აქვეყნებს

ადვოკატი ზურაბ ჯორბენაძე გაზეთ „კვირის ქრონიკასთან“ იმ 60-ზე მეტი მოქმედი მოსამართლის სიას ასაჯაროვებს, რომლებიც, როგორც თავად ამბობს, „ნაცრეჟიმის“ ცნობილი „გამპრავებლები“ და „შემსრულებლები“ არიან. ადვოკატი გამოცემასთან იმ დეტალებზე საუბრობს, რომელიც, მისი თქმით, სასამართლო სისტემის მთელ შიდა სამზარეულოს აღწერს.
„მოგიყვებით ისეთ ამბებს, რომელიც სასამართლო სისტემის მთელ შიდა სამზარეულოს აღწერს, იმას, რაც მხოლოდ და მხოლოდ ამ მოსამართლეებმა და რამდენიმე კაცმა იცის. ეს რამდენიმე კაცია: სააკაშვილი, ადეიშვილი, კუბლაშვილი, მეიშვილი, ბატონი ჩემი ძმა – ომარ ჯორბენაძე. ერთადერთი ადამიანი ვარ, რომელიც სასამართლო სისტემის გარეთ ვარ და ვიცი მოქმედი მოსამართლეების წარსული საქმიანობა და მათ მიერ ჩადენილი ყველა სიბინძურე! ვიცი, იმიტომ, რომ ისინი ყველა ჩემი ძმის მეგობრები იყვნენ, ყოველდღიურად მათ წრეში ვტრიალდებდი და ყველა მათგანს ვიცნობ პირადად. ეს ადამიანები ახლოს არ არიან სამართალთან და ზნეობასთან, ესენი საკუთარი სტომაქის, მაღალი ხელფასის, კომფორტისა და პრივილეგიის შენარჩუნების გამო უდანაშაულო ხალხს მუჭა-მუჭა ყრიდნენ ციხეში. ეს მოსამართლეები „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები არიან, ახლა ცდილობენ თავის გადარჩენას, ცდილობენ აამონ ახალ ხელისუფლებას თავიანთი შეფუთული უზნეობით“,- განაცხადა ჯორბენაძემ.
მისი თქმით, ამ სიაში არიან: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა მეიშვილი, ლევან მურუსიძე – იუსტიციის საბჭოს მდივანი, მამუკა ახვლედიანი – საქალაქო სასამართლოს თავმდჯომარე, შოთა გეწაძე – გია გეწაძის ძმა, დღემდე საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, თამაზ ურთმელიძე, ვლადიმერ კაკაბაძე, გიორგი ებანოიძე, ლია ორკოდაშვილი – ზაზა მეიშვილის დეიდა და სხვები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები