ემზარ კვიციანს ემუქრებიან: მალე შენც დაგაძინებთ
„მალე შენც დაგაძინებთ“ – ამ შინაარსის წერილი მიიღო კოდორის ხეობაში სახელმწიფოს ყოფილმა რწმუნებულმა ემზარ კვიციანმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, რომელიც მისმა მეუღლემ თეთნულდი არსიანმა გამოაქვეყნა. თეთნულდი არსიანის ინფორმაციით, მისმა მეუღლემ მუქარის შესახებ შეტყობინება პირად ჩატში მიიღო. გთავაზობთ თეთნულდი ანსიანის განცხადებას და მის მერ გამოქვეყნებულ ფოტოს. ”რამდენიმე წუთის წინ ვიღაც leqso aludaurma (leqso sheyiladze)მოსწერა ემზარის პირადში… ტექსტი გინებისა და მუქარის… მალე შენც დაგაძინებთო…”