მამუკა არეშიძე: ხმაურიანი მკვლელობები ქაოსის მანიშნებელი სიგნალია

როდესაც ქვეყანაში ასეთი ხმაურიანი მკვლელობები ხდება, ქვეყანაში ქაოსის ნიშნები შეიმჩნევა -ამის შესახებ ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის ქრონიკასთან“ ინტერვიუში, ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობის ფაქტზე საუბრისას აცხადებს.
„ჩვენ, ვინც ვითვლებით ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილ ადამიანებად, ხშირად ამის გამო გვიჩნდება შიშის გრძნობა, იმიტომ კი არა, რომ ხელისუფლება ჩვენსავე ინიციატივას მოგვიტრიალებს, არამედ იმის გამო, რომ ქვეყანაში ქაოსის ნიშნები შეიჩნევა, როცა ასეთი ხმაურიანი მკვლელობები ხდება, ეს ქაოსის მანიშნებელი სიგნალია.
ოპონენტი გვიპასუხებს, რომ ასეთი ტიპის მკვლელობები ხდება ყველგან მსოფლიოში, მათ შორის დემოკრატიულ ქვეყნებში, იტალიაში, საფრანგეთში, ინგლისში, აშშ-ში. რასაკვირველია, ხდება, მაგრამ ეს მკვლელობები ხდება კონკრეტული ბიზნესგარჩევების, ან პოლიტიკური გარჩევების გამო, მაგრამ რაც აქ ხდება, ეს ხელჩართული სისხლიანი ბრძოლაა სამართლის აღდგენის მომხრეთა და მათ მოწინააღმდეგეთა შორის. ეს არის ფრონტი, სადაც კლავენ ისეთ ადამიანებს, ვინც სამართლიანობის აღდგენის კუთხით შემტევია და ვინც უკვე შედეგებს იმკის. ეს უკვე სოციალური დაპირისპირებაა და არა ცალკეულ ჯგუფებს შორის ჩხუბი და კამათი. სოციალური დაპირსპირების სავარაუდო კატასტროფის შედეგებს ხელისუფლება უნდა ხვდებოდეს“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები