მამა ანთიმოზმა აზერბაიჯანელი მესაზღვრეები სცემა – რა მოხდა დავით გარეჯში?

მამა ანთიმოზი გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში დავით გარეჯში მომხდარ ინციდენტს იხსენებს, რის გამოც მას მღვდელთმსახურება ადრეც ჰქონდა შეჩერებული. მამა ანთიმოზი აცხადებს, რომ მან აზერბაიჯანელი მესაზღვრეები სცემა, რის გამოც მღვდელთმსახურება დროებით შეჩერებული ჰქონდა. „მღვდელთმსახურება დროებით შეჩერებული ადრეც მქონდა, როცა დავით გარეჯში მესაზღვრეები ვცემე. საზღვირის გადაწევა-გადმოწევაზე იყო ამბავი ატეხილი. აზერბაიჯანელებს დავპირდით, თუ კიდევ გნახავთ ჩვენს საზღვარზე, ჯოხით გცემთ-მეთქი. ვნახე და შევასრულე, ჯოხით ვცემე, ერთხელ არა ორჯერ“, – იხსენებს მამა ანთიმოზი. მისივე თქმით, იგი სამუდამოდ, სიკვდილამდე და სიკვდილის შემდეგაც ეკლესიის წევრია. „ამის შემდეგ, თუ რამეს დავაშავებ, ეკლესიას აღარ მოეცხება ჩირქი, საკუთარ თავზე მივიღებ დარტყმას“, – ამბობს მამაო. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც მამა ანთიმოზი იგინება. ამის გამო მას 40 დღის მღვდელთმსახურება შეუჩერდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები