მაშველებმა კნუტი მანქანის ძრავიდან „გამოიხსნეს“ (ვიდეო)

  აშშ-ს ფლორიდის შტატის ფორტ ლაუდერდეილის დასახლების მაშველებმა “მერსედეს ბენცის” მარკის ავტომობილის ძრავიდან კნუტი „გამოიხსნეს“. ავტომანქანის მძღოლის განცხადებით, 4-კაციანი ჯგუფის მოსვლამდე კნუტი სამი საათის განმავლობაში უმწეო მდგომარეობაში იმყოფებოდა და განწირული ხმით კნაოდა. მაშველებმა თავდაპირველად კნუტის გამოტყუება სცადეს, თუმცა ბოლოს წყლის მსუბუქი ჭავლის გამოიყენება დასჭირდათ.
სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა „ოპერაციის მშვიდობიანად დასრულების“ ამსახველი ვიდეოც გადაიღეს. ვიდეოში კნუტი ჯგუფის ხელმძღვანელს ალბერტ სეინდენსთაქერს ხელში უჭირავს და მიმართავს: „მოდი ვიმეგობროთ, გშია?“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები