ქიბარ ხალვაში: დიდი დანაკლისით, მაგრამ ბრძოლა გრძელდება

ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ბესო ხარძიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. როგორც ხალვაში ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, იგი თვლის, რომ ისინი თანამებრძოლები იყვნენ და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ერთად ებრძოდნენ.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბესო ხარძიანის გარდაცვალების გამო. მიუხედავად იმისა, რომ არასდროს არავითარი შეხება არ მქონია ამ ადამიანთან, ვთვლი, რომ ჩვენ თანამებრძოლები ვიყავით და ერთად ვებრძოდით მიშას და მისი არაადამიანების ხროვას. სამწუხაროდ, დიდი დანაკლისით, მაგრამ ბრხძოლა გრძელდება. იმედია სიმართლე გაიმარჯვებს. ღმერთმა გაანათლოს მისი სული“, – წერს ხალვაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები