ლადო ბურდული: იმედი მაქვს, ხვალ ყველა საქართველოს უქომაგებს

ბოლნისის სიონის მწვრთნელი ლადო ბურდული საქართველო-გერმანიას შორის ხვალ დაგეგმილ მატჩს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმაურება. ბურდული ყველას მოუწოდეს, საქართველოს ნაკრებს უქომაგოს.
„იმედი მაქვს, რომ 53 ათასი მაყურებელი, რომელიც ხვალ სტადიონზე მოვა, უკლებლივ-ყველა მთელი გულით და სულით საქართველოს უქომაგებს, მიუხედავად იმისა, თუ როგორ დამთავრდება თამაში! ქართველებს სულ დაგვავიწყდა ერთმანეთის გვერდში დგომა და გატანა, უანგარო სიყვარული და პატივისცემა, არადა, თუ ვინმეს დაავიწყდა, შევახსენებ, რომ მარტო ერთად დგომამ და სიყვარულმა, პატივისცემამ გადაარჩინა ჩვენი ქვეყანა. მრავალი ომი და გაჭირვება გადაალახვინა ჩვენს წინაპრებს ასეთმა ქცევამ. მოდით, გავერთიანდეთ და ერთად დავუდგეთ ჩვენს ბიჭებს გვერდით. ჩვენ ხომ ქართველები ვართ?! ქართველები!!!!!!!!!!!“, – წერს სოციალურ ქსელში ლადო ბურდული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები