მერაბ შათირიშვილი: ბესო ხარძიანის მკვლელობა, იმ სერიალის გაგრძელებაა, რომელიც იური ვაზაგაშვილის ტერაქტით დაიწყო

მოძრაობა „ახალი რეალობისთვის” დამფუძნებელი, მერაბ შათირიშვილი ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობაზე საუბრობს. როგორც შათირიშვილი, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს,  აღნიშნული ფაქტი „იმ სერიალის გაგრძელებაა, რომელიც სოფელ ყარაფილადან, იური ვაზაგაშვილის ტერაქტით დაიწყო”.
„ბესო ხარძიანის მკვლელობა, იმ სერიალის გაგრძელებაა, რომელიც სოფელ ყარაფილადან, იური ვაზაგაშვილის ტერაქტით დაიწყო… „შავი ცელი” ამუშავებულია, კოჰაბიტაციამ „მკვლელი” შობა, სერიალების სცენარს ბოროტი რეჟისორი ჰყავს, რომელსაც უცხო ძალები ინახავენ და უფრთხილდებიან, რეჟისორის „ცელი” მსახვრალია და ყველაზე კარგად რექვიემს მართავს…. ვიდრე საქართველოში ნაცმოძრაობა იბოგინებს და ოპოზიციურ, სახელისუფლო-საალტერნატივო ძალად დაფიქსირდება – სააკაშვილსა და მის ხროვას გარე-გარე წანწალი და ავი ზრახვების დაგეგმვა არ აეკრძალება, ჩვენს ქვეყანას მშვიდობა და განახლება არ უწერია: არც საგარეო პოლიტიკაში და არც საშინაოში, რაიმე ძვრას ნუ ველოდებით; ეს ისე ცხადია და თვალნათელია, როგორც – 2 X 2 = 4 – ს”, – წერს შათირიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები