ჟენევაში წლის საუკეთესო მანქანა დასახელდა

  2014 წლის ავტომობილის ტიტული ფრანგული მწარმოებლის ავტომობილმა მიიღო. ჟენევაში გამართულ ევროპულ კონკურსზე: “Car of the Year 2014” გამარჯვებული გამოავლინეს. ეს გახდა ახალი “Peugeot 308”, რომელმაც 307 ქულა დააგროვა. მეორე ადგილზეა “BMW I3”, 223 ქულით, ხოლო მესამე ადგილი ავტომანქანა “Tesla Model S”-მა დაიკავა, რომელიც 216 ქულით შეფასდა, – ამის შესახებ წერს “დნი.რუ”.
კონკურსში სულ 30 მანქანა მონაწილეობდა, აქედან 2013 წლის ბოლოს შვიდი ფინალისტი შეირჩა: “BMW i3”, “Citroen C4 Picasso”, “Mazda 3”, “Mercedes-Bens S-class”, “Peugeot 308”, “Skoda Octavia” და”Tesla Model S”. წლის ავტომობილში მონაწილეობა ყველანაირ ავტომობილს შეუძლია, რომელიც გასული წლის განმავლობაშია გამოშვებული და ევროპის ხუთ ქვეყანაში იყიდება. კონკურსის ორგანიზატორები წამყვანი ევროპული ავტოგამომცემლები: Auto (იტალია), Autocar (დიდი ბრიტანეთი), Autopista (ესპანეთი), Autovisie (ნიდერლანდები), L’Automobile Magazine (საფრანგეთი), Stern (გერმანია) და Vi Bilagare (შვედეთი) არიან. სულ – ევროპის 22 ქვეყანა.
კონკურსის გამარჯვებული ხდება ის ავტომობილი, რომელიც ყველაზე ბევრ ქულას მიიღებს. წინა წელს ავტომობილმა “Peugeot 308”-მა უკვე მიიღო პრიზი კონკურსზე – “წლის ყველაზე ლამაზი ინტერიერი”, რომელიც პარიზის „ავტო სოუზე“ დაჯილდოვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები