ინგა გრიგოლია გიორგი ვოლსკის განცხადებას გამოეხმაურა

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია გიორგი ვოლსკის მიერ გავრცელებულ განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. როგორც გრიგოლია “ფეისბუქზე” წერს, ქარტიისადმი უმრავლესობის მიმართვას დღეს გადაცემა “რეაქციაში” უპასუხებს.
“მეგობრებო-მივმართავ ჩემს კოლეგებს,გადაცემაზე ვმუშაობ და არ მცალია პასუხისთვის..მესმის, რომ გაინტერესებთ გავაკეთებ თუ არა რაიმე კომენტარს გია ვოლსკის განცხადებაზე… მე დღეს ჩემი საკუთარი გადაცემა მაქვს საღამოს ათ საათზე და კომენტარს ვოლსკის ამ განცხადებაზე ჩემივე გადაცემაში გავაკეთებ, თუ საჭიროდ ჩავთვლი… ასე, რომ.ტყუილად ნუ შეიწუხებთ ზარებით თავს. უბრალოდ არ მცალია, ძალიან დიდი გადაცემა მაქვს დღეს და ვერ ვცდები… თანაც სხვას რატომ მივცემ კომენტარს, როცა დღეს მე თვითონვე ვარ ეთერში? ))))))))))))))))))))))მადლობა” – წერს გრიგოლია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ განცხადება გაავრცელა, სადაც უმრავლესობის სახელით “ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას” მიმართა.
“მივმართავთ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას”, თავად ჟურნალისტებმა იმსჯელონ, რა ფაქტებზე დაყრდნობით გააკეთა ინგა გრიგოლიამ მსგავსი განცხადებები და შეესაბამებოდა თუ არა ეს სიმართლეს”, – აღნიშნულია გიროგი ვოლსკი განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები