“მთელი კახეთი უკვე დაცული იქნება მოსავლის განადგურებისგან, კარგად დამალეთ ეს ინფორმაციები”…

არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე კახეთში დამონტაჟებული სეტყვის საწინააღმდეგო ქვემეხებისა და რადარების შესახებ წერს და მთავრობის აღნიშნულ ინიციატივას მიესალმება. „ეს მთავრობა ნაღდად თავისი თავის მტერია. ახლა შევიტყვე, რომ კახეთში დაყენდა სეტყვის საწინააღმდეგო ქვემეხები და რადარები, რის შედეგაც სეტყვის დროს ღრუბლები გაიფანტება და სეტყვა აღარ მოსპობს ყურძნის მოსავალს. მგავსი რამ საქართველოში ადრე არ ყოფილა. მთელი კახეთი უკვე დაცული იქნება მოსავლის განადგურებისგან. კარგად დამალეთ ეს ინფორმაციები, რათა ხალხს გული ყოველდღე გაუხეთქონ ნაცმედიის წარმომადგენლებმა და პოზიტივი კი დამალული იყოს“, – წერს ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები