„თუ რუსეთი ამერიკულ დოლარზე უარს იტყვის, ევრო გაძლიერდება“

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის სერგეი გლაზევის განცხადებას, რომ რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესების შემთხვევაში, ფედერალური ხელისუფლება დოლარის გამოყენებაზე უარს იტყვის,   ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში რომან გოცირიძე არასერიოზულად მიიჩნევს. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, არასამთავრობო ორგანიზაცია “ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე” რომან გოცირიძე “კვირასთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ რუსული ბანკების მიერ კრედიტების დაბრუნება,  რუსეთის მხრიდან  უდიდესი მსოფლიო ბანკებისადმი კომერციული ვალდებულება და რეპუტაციის საკითხია. მისივე თქმით, ამ საკითხში რუსეთის ხელისუფლება ვერ ჩაერევა.
“იმდენად არასერიოზული განცხადებაა, რომ კრემლი იძულებული გახდა განემარტა, რომ ეს მისი პირადი პოზიციაა და არ გამოხატავს რუსეთის პრეზიდენტის აზრს . რუსული ბანკების მიერ კრედიტების დაბრუნება უდიდესი მსოფლიო ბანკებისადმი კომერციული ვალდებულება და რეპუტაციის საკითხია. ამაში ვერაფრით ჩაერევა ხელისუფლება. თეორიულად რომც წარმოვიდგინოთ ასეთი რამ, ეს იქნება დეფოლტი, რეიტინგის განადგურება, რასაც დომინოს პრინციპით მოჰყვება რუსეთის სხვა კომპანიების დატოვება ფინანსური რესურსების გარეშე. საბოლოო შედეგის განჭვრეტა ძნელი არ . არის რაც შეეხება დოლარზე უარის თქმას:. რუსეთის ცენტრალურ ბანკს აქვს უცხოური ვალუტის რზერვები 480 მილიარდი დოლარის ექვივალენტი . უმეტესობა დოლარში, ნაწილი ევროში, მცირე ოდენობოთ ინგლისურ გირვანქა სტერლინგსა და შვეიცარიულ ფრანკში . ალბათ, ექნება უმნიშვნელო ოდენობით ჩინურ და იაპონურ ვალუტაში სერგეი გლაზევის განცხადება ნიშნავს დოლარის . კონვერტირებას ევროში სხვა მხრივ აზრი არა აქვს, რადგან ძირითადი სავაჭრო პარტნიორები დოლარს და ევროს იყენებენ. საბოლოო ჯამში ეს ნიშნავს ევროს გაძლიერებას დოლარის საზიანოდ “, -. აცხადებს რომან გოცირიძე
. მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველის დღევანდელი განცხადება იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთს ეკონომიური სანქციები საფრთხეს შეუქმნის, რასაც ხელისუფლება უფრთხის
“რუსეთის პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩევლის (ერთ დროს ფინანსთა მინისტრიც იყო მგონი), ეს განცხადება მიუთითებს იმაზე, თუ როგორ უფრთხიან ეკონომიკურ სანქციებს და ყველაზე უაზრო კონტრზომების განხილვაზეც არ ამბობენ უარს. რუსეთის ბიუჯეტის ნახევარზე მეტი ფორმირდება გაზისა და ნავთობის შემოსავლებიდან. საკმარისია რაიმე შეფერხება მოხდეს ამ სფეროში (ფინანსური თუ ტექნიკური), რომ რუსეთის ეკონომიკა ჩამოიშლება. გაზის მიწოდების შეფერხება ევროპისათვის ისეთივეა, ჩვენ რომ “ბლოკადა” გამოვუცხადეთ რუსეთს ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში. ევროპას რამდენიმე კვირის (ზოგიერთ ქვეყანას რამდენიმე თვის) მარაგი აქვს გაზსაცავებში. თანაც გაზაფხულია და მოხმარებაც დაიწყებს კლება. ეს დრო საკმარისია იმისათვის, რომ რუსეთის ეკონომიკა და ფინანსური სისტემა განადგურდეს. ამიტომ საუბარი ევროპისათვის გაზის გადაკეტვის გამოყენება კონტრზომის სახით შეუძლებელია “, -. აცხადებს ექსპერტი რომან გოცირიძე
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ სერგეი გლაზევმა განაცხადა, რომ რუსეთისათვის ეკონომიკური სანქციების დაწესების შემთხვევაში რუსეთი უარს იტყვის დოლარის გამოყენებაზე და რუსეთის ბანკები შეწყვეტენ კრედიტების დაბრუნებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები