არჩილ გამზარდია: პრეზიდენტი ძალიან არაკორექტულად მოიქცა

საზოგადოებრივი კომუნიკაციის მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდიას განცახდებით, რიგგარეშე სხდომის დანიშვნით პრეზიდენტი არაკორექტულად მოიქცა. თუმცა გამზარდიას მიაჩნია, რომ პრეზიდენტის მოხსენებას 31 მარტს, საპარლამენტო უმრავლესობა აუცილებლად უნდა დაესწროს.
„მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი ძალიან არაკორექტულად მოექცა “ქართული ოცნების” საპარლამენტო წარმომადგენლობას, დანიშნა რა რიგგარეშე სხდომა “ნაციონალური მოძრაობის” სასარგებლოდ, მაინც მიმაჩნია, რომ პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლას “ქართული ოცნება” პოლიტკორექტულობის სრული დაცვით უნდა დაესწროს. ამით საკუთარ უპირატესობას დაადასტურებს ყოფილ თანაგუნდელთან მიმართებაში“, – წერს გამზარდია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები