მიხეილ სააკაშვილი ლი კუან იუს გარდაცვალებას ეხმაურება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სინგაპურის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ლი კუან იუს გარდაცვალებას „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე ეხმაურება. „გარდაიცვალა ლი კუან იუ, სახელმწიფოებრიობის გენიალური შემქმნელი და პირადად ჩემთვის სამაგალითო პიროვნება. ჩვენ, ქართველი რეფორმატორები, ხშირად ჩავდიოდით სინგაპურში, რათა შეგვესწავლა მისი მიღწევები ეკონომიკაში, ასევე ქალაქის ინფრასტრუქტურასა და არქიტექტურაში. ჩემთვის მისი ნაშრომები ნამდვილი სახელმძღვანელო გახდა“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები