გია კორკოტაშვილი: „ოცნებამ“ თუ ისევ „იდედლა,“ „ნაციონალების“ ბრძოლას აზრი მიეცემა

“ნაციონალური მოძრაობის” აქციაზე გამოჩნდა, რომ ქვეყანაში მათ ძალიან მცირერიცხოვანი მხარდამჭერი გააჩნიათ, – ასე აფასებს “კვირის ქრონიკასთან” საუბარში მსახიობი გია კორკოტაშვილი “ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით 21 მარტს გამართულ აქციას. “რა ხალხიც მაგათ ჩამოიყვანეს, ახლა დასხდნენ და იფიქრონ, რა სჭირთ. მაგათ ჰგონიათ, რომ ქვემოთ არ უნდა ჩამოვარდნენ და ბრძოლა გააგრძელონ. მათ უკან დასახევი გზა არ აქვთ, ბრძოლა დემოკრატიული მეთოდებით უნდა გააგრძელონ, მაგრამ საქმე ისაა, აზრი აქვს? დიახ, აზრი აქვს იმ შემთხვევაში, თუ კიდევ იდედლა ,,ოცნებამ“.
აქამდე დედლობდა, რადგან მათ საშუალება მისცა, როგორც უნდათ, ისე მოექცნენ – აგინონ, აფურთხონ, ტელევიზიით დაგმონ და ა.შ“,- აფასებს კორკოტაშვილი.
ამასთან, მსახიობი აღნიშნავს, რომ ,,ნაციონალებმა“ რა პრობლემებიც აქციაზე გაახმოვანეს, ქვეყანაში, მართლაც, რეალურად არსებობს და ამაზე ხელისუფლებამ უნდა იმუშაოს. ,,თუმცა, ანალიზი გავაკეთოთ, ,,ნაციონალები“ რასაც ამბობდნენ, ჩემი აზრით, ძალიან ცოტა რამ შეიძლება არ იყოს სიმართლესთან ახლოს. რაც შეეხება ლარს, ეკონომიკურ სტაგნაციას, მრეწველობას, რომ არ ამბობდეს ,,ნაცმოძრაობა“, ამაზე ხომ ჩვენც ვლაპარაკობთ? მე რომ ხვალ პრობლემებზე აქტიურად დავიწყო ლაპარაკი, ,,ოცნების“ წევრები მეტყვიან, შენ წყალს ,,ნაციონალების“ წისქვილზე ასხამო. იმას კი არ გეუბნებიან: არა, ძმაო, დამნაშავეები ვართ, ვერ ვშვრებით ვერაფერსო, აქეთ გიტევენ, შენ ,,ნაციონალებს“ ხომ არ ეხმარებიო? მე რაც არ მომწონს, ვიტყვი და არ გავჩერდები, მინდა, ჩვენს ქვეყანაში ლარიც ნორმალური იყოს, მრეწველობაც ნორმალურად განვითარდეს და ყველაფერიც ნორმალურად აეწყოს. აგერ გაქვთ, ძმაო, ბურთი და მოედანი, ,,ნაცმოძრაობა“ ხელს ვეღარ შეგიშლის“,- აცხადებს გია კორკოტაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები