რა აღმოაჩინეს “სანდორას“ წვენში?

რამდენიმე დღის წინ ფეისბუქში“სანდორას“ ერთ-ერთმა მომხმარებელმა საგანგაშო ინფორმაციის შემცველი და გამაფრთხილებელი სტატუსი გამოქავეყნა.
“სანდორას“ წვენები სასწრაფოდ ამოიღეთ ხმარებიდან. გააფრთხილეთ თქვენი ახლობლები!!! დღეს ჩემმა ახლობლებმა აი ეს იპოვნა ერთ-ერთ წვენში, მე ახლაც გული მერევა ,თან 6 თვის ორსული ვარ და ნუ აი, შოკიდან ვერ გამოვდივარ!!! მაპატიეთ, რომ ასეთ უსიამოვნო ფოტომასალასაც ვდებ, რაღაც ცხოველის ნაწლავებს… გირჩევთ, სასწრაფოდ მიაწვდინოთ ყველას ხმა!!!“ – წერდა ქალბატონი სოციალურ ქსელში.
მომხმარებელთა უფლებადამცველი მადონა კოიძე ფაქტზე კომენტარს “კვირის ქრონიკასთან“ აკეთებს და აცხადებს, რომ “სანდორას“ წვენებს, უახლოეს დროში ლაბორატორიულ კვლევას აუცილებლად ჩაუტარებენ. “თხევადი, ამ შემთხვევაში ხილის წვენის უვარგისობა, შეიძლება გამოწვეული იყოს ვადის დარღვევის, ან ტექნოლოგიური პროცესის დარღვევის გამო. კიდევ ვიმეორებ, ცოცხალი პარაზიტი გამორიცხულია. არის შესაძლებლობა გაჩნდეს ნადები, რომელიც პროდუქტს ხდის გამოუსადეგარს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში აუცილებელია პროდუქტის ლაბორატორიული გამოკვლევა! სავარაუდოდ, წვენის გამოუსადეგარობაზე სამი მიზეზი შეიძლება დაგისახელოთ. პირველი: შენახვის პირობების დარღვევა, მეორე მიზეზი დარღვეული ვაკუუმპაკეტი, რომელსაც მომხმარებელი აუცილებლდა შეამჩნევდა, რადგან ხილის წვენთან გვაქვს საქმე, და მესამე მიზეზი – ვადაგასული საქონლის შეფუთვაზე არასწორად მინიშნებული ვადა, რომელმაც მომხმარებელი ალბათ შეცდომაში შეიყვანა. “სანდორას“ წვენში როგორც ჩანს მომხმარებელმა აღმოაჩინა “შედედებული ლექი“, სხვა ვარიანტი არ არსებობს! როცა ოჯახში ღვინო ძმარდება, მას სჭირდება გარკვეული დრო, რომ აი ის წარმონაქმნი, რასაც ჩვენ “დედოს“ ვეძახით, წარმოიქმნას. ზუსტად იმიტომ არის პროდუქტზე საერთოდ ვადა განსაზღვრული, რომ აი,ასეთი ცვლილებები პროდუქტებმა არ განიცადოს, როგორც ფოტოზე ვხედავთ… ჩვენ მომხმარებელს ვპირდებით, რომ “სანდორას“ წვენებს, უახლოეს დროში ლაბორატორიულ კვლევას აუცილებლად ჩავუტარებთ. მანამდე კი ვაფრთხილებთ, პროდუქტის შეძენისას აუცილებლად კარგად შეამოწმონ შეფუთვაზე დატანილი თარიღი“, – აცხადებს კოიძე.

11072849_355698117969711_269843860_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები