ზურაბ ჯაფარიძე: სააკაშვილმა გინება ფაქსით გამომიგზავნა

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მიხეილ სააკაშვილმა 21 მარტის აქციის ორგანიზატორებს უსაყვედურა, სოციალურ ქსელში პასუხობს.
“ჩემთან არ დაურეკავს, ფაქსით გამომიგზავნა გინება”, – წერს ჯაფარიძე ფეისბუქზე.
როგორც “კვირის ქრონიკა” დღევანდელ ნომერში წერს, 21 მარტის აქციის შემდეგ ,,ნაცმოძრაობის“ ოფისში დაპირისპირება მოხდა. უკმაყოფილო ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარტიის ლიდერებს უსაყვედურა და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა, რადგან მათ თავისუფლების მოედანზე საკმარისი რაოდენობის ხალხი ვერ მიიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები