რატომ უწოდა თეა თუთბერიძემ “ნაციონალებს” ჩმორი

თეა თუთბერიძე საკუთარ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც მან “ნაციონალთა” ზოგიერთ ლიდერს “ჩმორი” უწოდა, განმარტებას აკეთებს. როგორც საგაზეთო ინტერვიუში ის აღნიშნავს, მისი უკმაყოფილება აქციაზე ბაჩო ახალაიას დაუსახელებლობამ გამოიწვია.
“ხელისუფლებამ უნდა დაინახოს საკუთარი გაუაზრებელი პოლიტიკის „შედეგი“. 2 წელიწადში დაშვებულმა უამრავმა შეცდომამ, ოპოზიციის წარმომადგენლების პოლიტიკური ნიშნით დევნამ, გაუაზრებელმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ და ა.შ. გამოიწვია ის, რაც დღეს მიიღეს. დღევანდელი აქცია, ასევე, იყო მაგალითი იმისა, როგორი უნდა იყოს მშვიდობიანი აქცია. როდესაც აქციის ორგანიზატორები არ მოუწოდებენ ძალადობისკენ აქციის მონაწილეებს, აქცია სრულდება ისე, როგორც დასრულდა დღეს. ხოლო როდესაც ძალადობაა მიზანი აქციისა, ვიღებთ იმას, რაც მივიღეთ რამდენიმე დღის წინ ზუგდიდში ხელისუფლების ორგანიზებით. თუმცა, ისევე როგორც ჩემი, ბევრი ადამიანის უკმაყოფილება გამოიწვია აქციაზე გაკეთებულმა განცხადებებმა, სადაც პოლიტპატიმრების ჩამონათვალში არ მოხვდა 12 გამამართლებელი განაჩენის მქონე ბაჩო ახალაია. სწორედ ამას ეძღვნებოდა ჩემი სტატუსი.
მართალია, გიგა ბოკერია შეეცადა, თავის გამოსვლაში გამოესწორებინა სიტუაცია, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ სხვებმა რაც გააკეთეს, ის უნდა გადავყლაპოთ და არ მივცეთ შეფასება მათ ამ ქმედებას“, – განუცხადა “პრაიმტაიმს” თეა თუთბერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები