ლევან მამალაძე: სააკაშვილის რეჟიმს ჩემი ოჯახის კიდევ ერთი წევრის სიცოცხლე შეეწირა

სააკაშვილის რეჟიმს ჩემი ოჯახის კიდევ ერთი წევრის სიცოცხლე შეეწირა. გარდაიცვალა ჩემი სიძე, გოჩა ანთიძე – ამის შესახებ ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი ლევან მამალაძე ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.
“სააკაშვილის რჟიმს, ჩემი ოჯახის კიდევ ერთი წევრის სიცოცხლე შეეწირა.
გარდაიცვალა ჩემი სიძე, გოჩა ანთიძე. 2004 წელს გოჩა ყოველგვარი საფუძვლის გარეშე დააკავეს. ჩემი და ლია მამალაძე, რომელმაც საქართველოში ნერსინგის სისტემა ჩამოაყალიბა, სამსახურიდან დაითხოვეს. სააკაშვილმა ყოველივე პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის გააკეთა. გოჩას ციხეში დაუავადდა ღვიძლი, რაც მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა 52 წლის ასაკში! გოჩას და ლიას სამაგალითო სიყვარულის ისტორია, ბევრ ცნობილ რომანს შეშურდებოდა. საუკეთესო მეოჯახე, მამა, ბაბუა და მეგობარი, თბილისის და მთელი საქართველოს მოსიყვარულე, ასეთი იყო ცხონებული. ჩემი ოჯახი ემშვიდეობება საყვარელ ადამაინს! მე ვერ წარმომიდგენია, რომ მას ვეღარ ვნახავ! გამოსვენება- 22 მარტს 2 საათზე წმინდა ილია თეზბეტელის სახელობის ტაძრიდან (შანხაის ეზო)“, – წერს ლევან მამალაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები