რას ფიქრობს ცოტნე გამსახურდია გუშინ გამართულ აქციაზე

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გუშინ გამართულ აქციას აფასებს. გამსახურდია საკუთარ მოსაზრებას ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.
„მოკლედ, გუშინდელზე რას ვფიქრობ ახლა მოგახსენებთ: “ნაციონალურმა მოძრაობამ“ მთავრობის გადადგომა მოითხოვა. ეს იმას ნიშნავს, ქვეყანა სულ რომ დაიქცეს, მთავრობას ერთი კაცი მაინც არ გადააყენებს. მთავრობამ მუშაობა თუ ვერ გამოასწორა (არადა, თითქმის არ ჩანს იმის ნიშანი რომ გამოასწორებს), საქმე კიდევ უფრო უკან წავა და “ქართული ოცნების” რეიტინგი კიდევ უფრო დაეცემა “ნაციონალური მოძრაობა“ ამის შემხედვარე კიდევ მოითხოვს მთავრობის გადადგომას, მაგრამ ისევ და ისევ სწორედ მის ჯიბრზე მთავრობას ერთი კაცი არ გადააყენებს. მთავრობა ალბათ ისევ ვერ გამოასწორებს მუშაობას… და ა.შ. მერე სულ იგივე… მოკლედ, მთავრობა თუ ასე გააგრძელებს, „ნაციონალური მოძრაობა“ წაუგებელ თამაშს თამაშობს… ოღონდ აი იქამდე ქვეყანა მართლა არ დაგვექცეს თავზე აი ესაა მთავარი და არა ის რამდენი კაცი მივიდა მიტინგზე და რას იტყვის ამ ხალხზე კოლექტიური მანანა კობახიძე“, – წერს ცოტნე გამსახურდია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები