სანდრო ბრეგაძე: „ნაცმოძრაობის” ქელეხია ეს ე.წ. მიტინგი. ძალიან საცოდავი სანახაობაა, გილოცავთ

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე დღეს რუსთაველის გამზირზე, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, ორგანიზებულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

„სამსახურში ვიმყოფები და ჩემი აივნიდან ხელისგულივით ჩანს ნაცების მიტინგი. მგონი, ბებიაჩემის ქელეხზე უფრო მეტი ხალხი იყო, ვიდრე ამათ მიტინგზე. დღევანდელი კატასტროფის შემდეგ ამ ცოდვისშვილებს ხელოვნურად თუ გააცოცხლებს ვინმე, თორემ მართლაც „ნაცმოძრაობის” ქელეხია ეს ე.წ. მიტინგი. ძალიან საცოდავი სანახაობაა. გილოცავთ!!! დღეს მათ თავად დაისამარეს თავი“,-აცხადებს ბრეგაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები