ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ ნებისმიერ დროს ბირთვული რაკეტის გაშვება შეუძლია
ჩრდილოეთ კორეა მზად არის, ნებისმიერ დროს ბირთვული ომი დაიწყოს იმ შემთხვევაში, თუ საფრთხეს იგრძნობს. ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის ელჩმა დიდ ბრიტანეთში ჰენ ჰაკმა განაცხადა.
„ნურავინ იფიქრებს, მათ შორის აშშ, რომ მონოპოლია აქვს ბირთვული იარაღის გამოყენებაზე,“ – განაცხადა ელჩმა.
შეგახსნებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვის მიმართულებით 7 რაკეტა გაუშვა.