პუტინმა ნაზარბაევსა და ლუკაშენკოს ერთიან ვალუტაზე გადასვლა შესთავაზა (ვიდეო)
ვლადიმერ პუტინმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ და ნურსულთან ნაზარბაევმა ასტანაში განიხილეს სამი ქვეყნის სავაჭრო-ეკონიმკური ურთიერთობები, ასევე უკრაინაში არსებული სიტუაცია. მოგვიანებით სამი ქვეყნის ლიდერებმა ყაზახეთის პირველი პრეზიდენტის ბიბლიოთეკა მოინახულეს. სააგენტო „ლენტა რუს“ ინფორმაციით, პუტინმა ლუკაშენკოსა და ნაზარბაევს სავალუტო კავშირის შექმნა შესთავაზა. მანამდე ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ერთიან ვალუტაზე გადასვლა ამ ეტაპზე შეუძლებელია. ექპერტების აზრით, ერთიანი სავალუტო სისტემის შექმნა საერთო ფინანსური ბაზრის შექმნამდე აზრს მოკლებულია.