შსს-ს თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

საქართველოს მთავარ პროკურატურაში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაიწო.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2015 წლის 20 მარტს საქართველოს მთავარ პროკურატურაში შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან მიღებული სამსახურებრივი შემოწმების მასალები, რომლის თანახმადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული მუშაკები, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სამსახურებრივი საჭიროების გარეშე მოიპოვებდნენ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცული კომპიუტერული ბაზიდან და შემდგომ ახდენდნენ ამ ინფორმაციის უკანონოდ გავრცელებას.
მითითებული სისხლის სამართლის საქმე შემდგომი გამოძიების უზრუნველსაყოფად გადაეცა ქ.თბილისის პროკურატურას. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები