აშშ-მ შეიძლება ისრაელთან ურთიერთობებში საკუთარი პოზიცია შეცვალოს

აშშ-ს პრეზიდენტი ბარაქ ობამა უკმაყოფილოა ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებებით პალესტინის სახელმწიფოს შექმნასთან დაკავშირებით. წინასაარჩევნო კამპანიის დროს ისრაელის ლიდერმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ ის დამოუკიდებელი პალესტინის შექმნას არ დაუშვებს. უკვე არჩევნების შემდეგ ნეთანიაჰუმ პოზიცია შეარბილა და განაცხადა, რომ ის ისრაელისა და პალესტინის მშვიდობიან ურთიერთობებს მხარს უჭერს, მაგრამ „ამისთვის შესაბამისი პირობები უნდა შეიქმნას“. ნეთანიაჰუ საკუთარ პოზიციას იმით ხსნის, რომ პალესტინის ავტონომია უარს ამბობს ისრაელის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღიარებაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები