სასამართლომ როლანდ ახალაია უდანაშაულოდ ცნო

სასამართლომ სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი საოლქო პროკურორი როლანდ ახალაია უდანაშაულოდ ცნო.
პროკურატურა ახალაიას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ორი ეპიზოდისთვის ედავებოდა, რაც თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით ითვალისწინებდა.
დეპუტატი როლანდ ახალაია, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, წარდგენილ ბრალდებაში სრულად გამართლდა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ახალაიას გირაოს თანხა – 10 000 ლარი დაუბრუნდება, რომელიც აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეზე ჰქონდა შეფარდებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები