ვალეში თურქეთის მოქალაქემ ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანა სცადა
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, საბაჟო-გამშვებ პუნქტზე “ვალე” არადეკლარირებული ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანის ფაქტი გამოავლინეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ო.ი.-ის ავტომანქანის დათვალიერების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმა აღმოაჩინეს 15 აბი A-ferin, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ ნივთიერება კოდეინს და 28 აბი Dolorin Cold, რომელიც შეიცავს ფსიქოტროპულ ნივთიერება ფსევდოეფედრინს. საქმე შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა შსს სამცხე-ჯავახეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებას.