უკრაინული მედია: უკრაინის პრემიერ-მინისტრს მთავრობის სხდომაზე ქართულად ესალმებიან
გამოცემა „კიევპოსტი“ უკრაინის მთავრობაში ყოფილი საქართველოს მაღალჩინოსნების დანიშვნას ეხმაურება. გაზეთს მაგალითისთვის კიევში პოპულარული ანეკდოტი მოყავს, როდესაც პრემიერი იაცენიუკი მთავრობის წევრებს სხდომაზე უკრაინულად ესალმება, ხოლო ისინი ქართულად პასუხობენ – „გამარჯობა, გენაცვალე“.
„ქართველები უკრაინელების შემდეგ ქვეყნის მთავრობაში ყველაზე მრავალრიცხოვანი ეთნიკური ჯგუფია. 5 ადამიანი მთავრობის წევრია, ხოლო 8 ექსპერტების თანამდებობებს იკავებენ. გამოცემის ინფორმაციით, თანამდებობებზე ქართველების დანიშვნით უკრაინის ხელისუფლებას საქართველოში განხორციელებული რეფორმების გამეორების იმედი აქვს. ყველაზე დიდი ხმაური მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დანიშვნამ გამოიწვია. საქართველოში სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული“, – წერს გამოცემა.