სამართალდამცველებმა ქრთამის აღების ფაქტზე ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე მამუკა ცაავა დააკავეს.
როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2015 წლის მარტის დასაწყისში, თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე მამუკა ცაავა, საქართველოს მოქალაქეს სამსახურის დაწყებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც, ქრთამის სახით მოსთხოვა და ეტაპობრივად გამოართვა 3 000 ევრო.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები