სოჭში “კანონიერი ქურდი” შაქრო კალაშოვი დააკავეს

რუსული მედიის ცნობით, რამდენიმე დღის წინ სოჭში ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი შაქრო კალაშოვი, მეტსახელად „შაქრო მალადოი“ დააკავეს. სამართალდამცველებმა კრიმინალური ავტორიტეტების შეკრების, ე.წ სხოდკის  ჩატარება აღკვეთეს. კალაშოვი, როგორც მას უწოდებენ, „კრიმინალური მარშალი“ სოჭთან ახლოს მდებარე კურორტ “კრასნაია პოლიანას” ერთ-ერთ სასტუმროში დააკავეს.
მასთან ერთად რუსმა პოლიციელებმა სოჭის მკვიდრი კანონიერი ქურდი თენგის დუშოევი, მეტსახელად „გოჩო“ დააკავეს და კიდევ ერთი ადგილობრივი კრიმინალური ავტორიტეტი – მეტსახელად „რობსონი“. “კანონიერი ქურდების” დაკავების ოპერაციაში სპეცდანიშნულების რაზმი მონაწილეობდა, თუმცა შემოწმების შემდეგ ისინი გაათავისუფლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები