ინციდენტი ზუგდიდის აქციაზე – პოლიციამ ქალბატონები დააკავა
ზუგდიდის სასამართლოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომელსაც აქციას „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში ეჭვმიტანილთა მშობლები მართავენ.
როგორც ისინი აცხადებენ, სასამართლო პროცესებზე ცრუ მოწმეების მონაწილეობა უნდა შეწყდეს.
„ცრუ მოწმეებს ვაპროტესტებთ, რომლებიც საქმეში საერთოდ არ მონაწილეობდნენ და დღეს აღმოჩნდა, რომ ესენი ეჭვმიტანილების დაკავების მოწმეები და მონაწილეები იყვნენ, სინამდვილეში ისინი იქ არ იმყოფებოდნენ. ესენი ისეთ რაღაცებს ყვებიან, საერთოდ ბუნებაში რომ არ არსებობს. ჩვენ ერთადერთ რამეს, სასამართლო პროცესის სამართლიანად წამართვას ვითხოვთ“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
აქციაზე რამდენიმე წუთის წინ ინციდენტიც მოხდა. სამართალდამცველებთან დაპირისპირების გამო, აქციის ორი მონაწილე დააკავეს. როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, 2 ქალბატონი წვრილმანი ხულიგნობის გამო არიან დაკავებული.