ირინა იმერლიშვილი: რუსეთსა და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებას იურიდიული ძალა არ აქვს

უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი რუსეთსა და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს შორის მოკავშირეობის შესახებ ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებას ეხმაურება. იმერლიშვილის განცხადებით, აღნიშნული ხელშეკრულება რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.
„აღნიშნული ხელშეკრულება გახლავთ საქართველოს ტერიოტორიების ანექსიისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი რუსეთის მხრიდან, თუმცა მთელი ცივილიზებული სამყარო თანხმდება, რომ ამ ხელშეკრულებას არ აქვს არანაირი იურიდიული ძალა, იგი ეწინააღმდეგება ყველა საერთაშორისო ნორმას, შესაბამისად, ძალიან მკვეთრი მხარდაჭერა გამოხატა აშშ-მ, ეუთომ, ევროკავშირმა და კიდევ ერთხელ დააფიქსირეს მათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა“, – განაცხადა იმერლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები